პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე გაჩერებული ლტოლვილები უკანონოდ გააბრუნა – Amnesty International

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე გაჩერებული ლტოლვილები აგვისტოს ბოლოს უკანონოდ გააბრუნა, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა განაცხადა.

ორგანიზაციის თქმით, სატელიტური ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენებით მათ შეძლეს დაეფიქსირებინათ ამ მიგრანტების პოლონეთის ტერიტორიიდან უკან, ბელარუსის ტერიტორიაზე გადაადგილება.

Amnesty International– ის ევროპული ინსტიტუტების ოფისის დირექტორის ევა გედის განცხადებით, ორგანიზაციას აქვს მტკიცებულებები, რომელიც „მტკიცედ მიანიშნებს“, რომ ავღანელი ლტოლვილები „ უკანონო იძულებითი დაბრუნების მსხვერპლნი იყვნენ.“

”დაცვის საჭიროებების ინდივიდუალური შეფასების გარეშე იმ ადამიანების გაბრუნება, რომლებიც ცდილობენ, მოითხოვონ თავშესაფარი, ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სამართალს”, – აღნიშნა ევა გედიმ.

ცნობისათვის, მიგრანტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის გამოც უფლებადამცველ ჯგუფებს და მედიას საზღვარზე წვდომა არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი საგანგებო მდგომარეობას დღეიდან 60 დღის გაახანგრძლივებს.