ლუდის მოყვარულთა სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი მეორედ გაუქმდა.
ამ წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, 187-ე ოქტობერფესტი კიდევ ერთხელ გადაიდო – 2022 წლის სექტემბრამდე. მისმა ორგანიზატორებმა მიიღეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ პანდემიიდან გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად ღონისძიება არ გამართულიყო.
გერმანიის ყველაზე დიდმა ყოველწლიურმა ღონისძიებამ 2019 წელს 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა.
ფესტივალის დროს განსაცვიფრებლად დიდი რაოდენობის – 7 მილიონი ლიტრი ლუდი დაილია. ღონისძიება 16 დღის განმავლობაში ტარდებოდა მიუნხენის ოქტობერფესტის ოფიციალური ადგილზე.
„ოქტობერფესტზე“ არის 14 მთავარი „ლუდის კარავი“, რომელთაგან თითოეულს შეუძლია მოათავსოს 5,000-დან 11,000 ადამიანამდე და თითოეულ მათგანს სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს. ზოგი კარვები უფრო ოჯახზეა ორიენტირებული, ზოგი კი ბავარიის უგემრიელეს დელიკატესებზე.
საკვები ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიუნხენის ამ ღონისძიების სტუმრებმა 14000-ზე მეტი წყვილი ღორის ძეხვი და 75000-ზე მეტი ღორის კანჭი დააგემოვნეს.
ყოველწლიური ხალხური აღლუმი – ოქტობერფესტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აღლუმია.
ოქტობერფესტის სიმბოლო – ლუდის კათხაა, რომელიც ფესტივალის მთავარი მოვლენაა. ბევრი ცდილობს, სამახსოვროდ მოიპაროს ისინი. 2019 წელს ჭიქების მოპარვის 100 000-ზე მეტი მცდელობა ჩაიშალა.
ორგანიზატორების თქმით, დიდი ხნის ნანატრი 187-ე ოქტომბერფესტი მომავალი წლის 17 სექტემბრიდან – 3 ოქტომბრამდე, ტერეზიენვიესის საგამოფენო მოედნებზე გაიმართება.
წყარო: ptn.ge