“ვფიქრობ, სააკაშვილი გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს” – გია ხუხაშვილი /ვიდეო/

“დარწმუნებული არ ვარ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს. შეხედავს ეგზიტპოლებს და შეაფასებს ვითარებას“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არის ფეთქებადი, ნაპერწკალივით პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია უფრო დინამიკურ მოქმედებებზე.

ხუხაშვილის შეფასებით, ციხე არ არის მისთვის კომფორტული სივრცე, საიდანაც ის გააკეთებდა პოლიტიკას და გრძელვადიან თამაშში შევიდოდა.

„ის ორიენტირებულია ძალიან სწრაფ შედეგზე. ასე იყო მისი მმართველობის დროსაც, თუმცა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თუ ის ჩამოვიდა, ძალიან არაკომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის.

თუ მან დაინახა იმის გარკვეული გარანტიები, რომ მას გარკვეული სივრცე დარჩება, თუნდაც მცირე ხნით თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის, ამ შემთხვევაში – ჩამოვა. ციხეში მისი გამწესება ანგრევს ხელისუფლების მთელ „მატრიცას“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

https://youtu.be/504mDjaG1kk

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

წყარო: ptn.ge