დეკანოიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილი საქართველოშია

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია.

“ხვალ ყველა მივდივართ არჩევნებზე მშვიდობიანად, წყნარად, მაღალი აქტივობით. მე ვთხოვ ყველას, მივიდნენ რეგისტრაციის ადგილზე და ხმას ვაძლევთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.  მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს ოპოზიციიდან, რომელიც არის საარჩევნო უბანზე, მაქსიმალურად დაიცვან ხმები. სასაცილო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ღარიბაშვილი-კობახიძის სამართავი ეს ქვეყანა ვერ დარჩება”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ “მთავარ არხთან” საუბარში.

დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ მან რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

 

“ნეტგაზეთი”