„გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო

ორი კონტრაქტის თანახმად, უნგრეთი „გაზპრომისგან“ წლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 15 წელია.

 

რუსეთ-უნგრეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოთქვა. კიევში აცხადებენ, რომ ევროკომისიას კონტრაქტის შესაფასებლად მიმართვენ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა შეთანხმება ევროპულ ენერგო კანონმდებლობას.

უკრაინის კრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უარყო და თქვა, რომ უკრაინელები რუსებთან უნდა შეთანხმდნენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ უკრაინელების მოსაზრებები. მე პატივს ვცემ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუმცა, გაზის მიმართულებით მე უნდა დავეთანხმო უნგრელი ხალხის ინტერესებს და არა უკრაინელებს“ – აღნიშნა ორბანმა.