“ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პოლიტიკური გაერთიანება, უბრალოდ დამთავრებულია!

– “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პოლიტიკური გაერთიანება, უბრალოდ დამთავრებულია. ხვალიდან ის ოპოზიციაში გადავა, მშვიდად, აუღელვებლად, ყველანაირი რეპრესიების გარეშე – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ის უკვე საქართველოშია.

ბაჩო დოლიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში დღის განმავლობაში დამატებითი განცხადებები გაკეთდება. რაც შეეხება შეკითხვას, აქვთ თუ არა კომუნიკაცია სააკაშვილთან, დოლიძე პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა”.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ „აღარ არსებობს არც შსს და ინსტიტუტები ჩამოშლილია. უკვე ხვალიდან მშვიდად, მშვიდად მივდივართ არჩევნებზე”.

წყარო: news.ge