საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია და ვიდეოს ავრცელებს.
“ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”, არც — ივანიშვილს, არც — გახარიას. თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე”, — აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აქციას აანონსებს.
“ჩვენ უნდა მივიდეთ 2-ში, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ. თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, ტავისუფლებაც, რომ ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა — მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია.
„დილა მშვიდობის საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ,“ – დაწერა მან.