მიხეილ სააკაშვილმა მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნებაზე რამდენიმე დღის წინ დაანონსა
თუმცა მისი შესრულების გზა, კვლავ ბუნდოვანია. მან კიდევ ერთი პროვოკაციული განცხადება სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა ამ ინფორმაციას მის პარტიაშიც კი არ ადასტურებენ.
დეტალებზე ვერ საუბრობენ, მისი თანაგუნდელები, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილის დაბრუნება ქაოსის გამომწვევი არ გახდება.
ასე არ ფიქრობენ მმართველ გუნდში და მორიგ პროვოკაციად აფასებენ სააკაშვილის განცხადებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს პასუხისგება მოუწევს იმ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე, რომელზეც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
“იმედინიუსი”