სააკაშვილის თაობაზე პირველი კომენტარი გაკეთდა: „ნეტა ყოფილიყო საქართველოში…“

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა. მან მესამე პრეზიდენტს “კლოუნი” უწოდა და თქვა, რომ მისი ვიდეო არც ბათუმში და არც საქართველოში არაა ჩაწერილი.

„სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის პირველი. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კოლუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილიდა ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის კუთხით,” – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ, ცოტა ხანში, მმართველ გუნდში განცხადება გაკეთდება.

 

“რეზონანსი”