ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება – ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი. ვფიქრობ, მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მოვუწოდებ პარტიის ყველა წარმომადგენელს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიან, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“იმედინიუსი”