კრემლმა სააკაშვილის დაკავების თაობაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა!

ოფიციალურმა მოსკოვმა საკუთარი პოზიცია გამოხატა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან და მის დაკავებასთან დაკავშირებით. კრემლის პოზიცია ასეთია:

“ჩვენთვის მისი ბედი საინტერესო არ არის” – განუცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სააგენტო TACC-ს.

კრემლის ეს პოზიცია რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოში პერმანენტულად არსებულ ალიაქოთს “რუსულ გავლენებთან” მიმართებაში. “ქოცნი” იძახიან, რომ სააკაშვილი “რუსეთის დაკვეთას” ასრულებს, ნაცები კი “მიშას” რუსეთის მიერ დევნილ გმირად და “რუსი ოლიგარქი” ივანიშვილის სამიზნედ მიიჩნევენ.