“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს.
– “მეგობრებო, დამშვიდდით… დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს. მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს.
ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკინია გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა. ეხლა ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც. ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ ესეც მალე ჩაივლის. ხვალ ყველანი რეფერენდუმზე” – წერს ხერხეულიძე
წყარო: ptn.ge