“მიხეილ სააკაშვილმა, დიახაც, გამოიჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა საქართველოს ყველა პატრიოტისთვის – თავდადება, თავგანწირვა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება ყველაფრისთვის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.
„ვემზადებით ყველაფრისთვის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. თქვენ გგონიათ „ქართული ოცნება“ მოიგებს? იცით რა მაწუხებს, როცა თქვენ, ერთს განიცდით, ერთს ფიქრობთ და მეორეს საუბრობთ.
ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, როცა გულწრფელობა ძალდატანებით არის ჩრდილში მოქცეული“,- მიმართა ნიკა მელიამ ჟურნალისტების ნაწილს.