მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად იმოქმედოს – ამის შესახებ განცხადება ინტერნეტ-გამოცემა “გორდონის” დამფუძნებელმა გაავრცელა.
ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომლის რეფორმებმაც ყველაზე კრიმინალური და კორუფციული ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია.
ის მიხეილ სააკაშვილს თანადგომას უცხადებს.
“მიხიელ სააკაშვილი უდიდესი რეფორმატორი და პოლიტიკოსია, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ღარიბი, ყველაზე კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. […]
მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მე მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იმოქმედოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად”, – თქვა მან.