მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის – იაგო ფრანგიშვილი
02.10.2021 19:59
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი კოვიდგადატანილებში იმუნიტეტის სიძლიერის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო. ის კიარ უთქვია, რომ აცრაა ცუდი. არა. ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ, მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი. 8 ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი ჯობია. ხოდა, გეტყვით რომ ჯობია. ასჯერ ჯობია. უფრო სწორად, პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში რომ 68 ჯერ სჯობია მინიმუმ!!! გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რათქმაუნდა უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!! 68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი. 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს. ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი. ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაერად?? როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ, მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის. შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუარა კოვიდ ინფექცია, აი ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რამეთუ ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზირებული გყავს, აი რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება. აი იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დაავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებს და ამაზე ახლაა საფიქრი. როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1 ია, ანუ 0,8ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება.
ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება. თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომლებთაც ახსოვთ ინფექცია. და სხვათაშორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ ფაიზერის ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში. ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს. და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით”, – აცხადებს ფრანგიშვილი.