“სუს-ს ჩანაწერები გაეპარა და მიშა შემოეპარა” – როგორ ეხმაურებოდნენ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას სოციალურ ქსელში? ….
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ვიდეოებიც გაავრცელა, რომელშიც ის მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ.
– “ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ! მე ბოლომდე თქვენთან ვარ და ისე კი არა, მორალურად, აგერ ვარ, თქვენთან ვარ, ბათუმში ვარ, ქუთაისში ვარ, თბილისში ვარ, თბილისში ვიქნები თქვენთან ერთად 3-ში და 2-შიც. აბა, თქვენ იცით, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი და წარმატებები” – აცხადებს გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებდნენ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას. ხოლო, როგორც უკრაინაში, სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში აცხადებდა, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ოფისის წამყვანი მენეჯერები შეკრიბა და დაემშვიდობა.
– “მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება. სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება არ უთქვამს” – განაცხადა მარია ბარაბაშმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და მის შესაძლო ყოფნას საქართველოში მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
– “ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ვიდეოები ფეიკია.
თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ აანერვიულონ და კიდევ ერთხელ ამოაყოფინონ თავი, ემანდ და იქნებ დავინახოთ და დავიჭიროთო..
აი, ასეთი მარტივი ხელისუფალი გვყავს ….”
მაია ცირამუა, ფსიქოლოგი:
– “ხელისუფლება ჯერ უარყოფის ფაზაშია”
ვახო სანაია, ჟურნალისტი:
– “მამუკა მდინარაძე რა ვერ გაშიფრეთ ეგ კადრები. რა ვერ ამოიღეთ მაგ ადგილიდან სათვალთვალო კამერები. თუ გაიქცა თქვენი პარტიიდან ყველა, მერე რა აზრი აქვს მაგ ბრიფინგს.
სულ ორი ვარიანტია, რაც შეიძლება, თქვათ:
1. არ შემოსულა და ფეიკია ეგ ვიდეო
2. გახარიამ შემოიყვანა
მეტი რა უნდა თქვათ, მართლა ვერ ვხვდები :)
სირცხვილია, საერთოდ ამას რომ არკვევთ, აქაა თუ არა. სულ უფრო მეტ ხმას კარგავთ. აი ზუსტად ამ წუთებში.
ხვალ რა გელოდებათ არჩევნებზე, ხვდები ხო?”
დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:
– “ზღვით შემოსულა, აქ არისო
როგორ დასცინის მის მხარდამჭერებს და მის პარტიას ეს გარეწარი ეს
ამას ან როგორ უნდა ელოდო ან როგორ უნდა უჭერდე მხარს!?”
ეკა ჩხეიძე, მსახიობი:
– “მოვფრინავო – ბილეთი დადო და გემით შემოვიდა??
სერიალში ვცხოვრობთ!?”
გიგი უგულავა, ფოთის მერობის კანდიდატი:
– “სუს-ს ჩანაწერები გაეპარა და მიშა შემოეპარა”
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:
– “საქართველოში არააო, ამტკიცებს შეშფოთებული ოცნება და რომ აღმოჩნდეს, მერე რა ხდება? პორდაპირ ეგ სერია რომ ვნახოთ და ეს გადავახვიოთ?”
დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი:
– “რა გჭირთ კიდევ თქვენც? ის თუ ყველგან და ყველაფერშია, აქ რატომ ვერ იქნება?”
ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:
– “ნუ მირეკავთ ერთი ჩაკუკუ …
– ვაიმეეე ჩამოვიდააა?
აი თქვენნაირების გამო ცოცხლობს ეს მითოლოგიური პერსონაჟი!!!
არადა თქვენ, თანამდებობებზე ხართ!!!
სულ არ მადარდებს პიტკინი რას იზამს!
მისი შაპიტო ცირკი სად გამართავს მორიგ შოუს!
თქვენ რომ მას უსაპნოდ ეტენებოდით, მე მასზე წიგნებს ვწერდი და მსოფლიოს ვაკითხებდი მის სადიზმს!
მერე, ბევრი თქვენგანი უძარღვოდ პორტირდა “ოცნებაში”!
“იასნია” გეშინიათ, თორემ მე და ჩემნაირებს ბრძოლა არ დაგვისრულებია და კარგადაც ვიცი რაპირის და ხმალის ხმარება!
მე ვარ და ვიყავი ჩემი პრინციპების ერთგული!
ვიბრძოდი და კვლავაც ვიბრძვი!
და კიდევ არ მომბეზრდება ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 ის 1 ოქტომბრისთვის მადლობის გადახდა!
მჯერა ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ვაჟკაცური ბუნების!
მე დღეს, უფრო მნიშვნელოვანი დღე მაქვს-დედაჩემის დაბადების დღე!”
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი:
– “არაა საქართველოშიო და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე საქმე აღძრეს
უფალო ხო ზუსტად იცი რა სიტყვაც გავიფიქრე ეხლა თან მრავლობითში?”
წყარო: itv.ge