სააკაშვილის დაოჯახების შეტყობის შემდეგ სანდრა რულოვსმა შოკური ტრავმა მიიღო- „მარშალპრესის“ ცნობით, მან დიდი რაოდენობით წამლები დალია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია ამის შესახებ „მარშალპრესს“ ყოფილი პირველი ლედის გარემოცვიდან მიაწოდეს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსმა დიდი რაოდენობით, წნევის დამწევი მედიკამენტები მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ახალ ცოლზე ლიზა იასკოს შესახებ შეიტყო.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მას სიყვარულს ეფიცება და მასთან ოჯახის შექმნას ადასტურებს.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სანდრა რულოვსმა მას შემდეგ შეიტყო, რაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს შემდეგი, გასამხნევებელი სტატუსი მიუძღვნა. “მარშალპრესის” ცნობით, ამჟამად სანდრა რულოვსის მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: „მარშალპრესი“