– ჩვენი ქვეყანა და საერთოდ, ნებისმიერი ქვეყანა რომ დამშვიდდეს,ისეთი ლიდერი უნდა ჰყავდეს, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს, თანაც, ეს ლიდერი თავის ხალხსაც უნდა უყვარდეს. ასეთი ლიდერი რამდენი გვყავს? – ალბათ, ერთსაც ვერ დამისახელებთ. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა უფრო გაამართლებს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ლიდერის გარეშე არაფერი გამოვა.
– ჩვენ ისეთი ლიდერი გვჭირდება, რომელსაც საქართველოსთვის თავგანწირვა შეუძლია. ჩემს ცნობიერებაში ასეთი კაცი მერაბ კოსტავა გახლდათ. ის ქართველ ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ პირველ კაცობაზე მაინც უარი თქვა. მე არც ერთი პარტია არ მიყვარს, არც კომუნისტები მომწონდა, მაგრამ მათ შორისაც იყო ერთი ლიდერი – ჟიული შარტავა, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარდა და ამ სიყვარულს შეეწირა კიდეც.
– ყველა პარტია მეზიზღება – “ოცნებით” დაწყებული, სხვა – ორკაციანი პარტიებით დამთავრებული, რადგან მათ რიგებში საკუთარ თავზე შეყვარებულ ნაძირლებს ვხედავ. ამ ხალხს ჩემი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია! შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცებს ეს სიტყვები არ მოეწონოთ, მაგრამ ცივი წყალი დალიონ – რა უნდა წამართვან? – დიდი ქონება მაქვს, მაღალი თანამდებობა თუ რა?
– კახას დღეს ბევრი აგინებს, მაგრამ როგორ არ უნდა ვთქვა, რომ ამ კაცმა ჩემი თბილისი ძალიან გაალამაზა? ქალაქი ბოტანიკურ ბაღს დაემსგავსა და მიხარია, მის ქუჩებში რომ დავდივარ. ამ ყველაფრის მიღმა კორუფცია იმალება თუ რა ხდება, ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, რომ ის ცუდი მერია ან ამ ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია.
– ჩემი აზრით, სააკაშვილმა ყველაზე სწორი სვლა გააკეთა, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუკეთებია. როგორც პოლიტიკოსი, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ამ ნაბიჯით თავი გაიცოცხლა. საქართველოში ჩამოსვლით მან უდიდესი დივიდენდი მიიღო, რადგან მთელი მსოფლიო მასზე ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ამ ნაბიჯის სისწორე უნდა ვაღიარო.
– არ შემიძლია ვიღაცები განვსაჯო და იმაზე ვილაპარაკო, რაც არ ვიცი, მაგრამ მეც არ მომწონდა უსამართლობა, რომელიც მისი მმართველობის დროს ხდებოდა. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ნიჭიერია, სააკაშვილს ის წარსული რომ არ ჰქონდეს, რის გამოც ედავებიან, ვიტყოდი, რომ ნელსონ მანდელას მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს მარტო თავად არ გადაუწყვეტია: მას ევროპასა და ამერიკაში კარგი მრჩევლები ჰყავს, ეტყობა, რომ ასე ურჩიეს და სააკაშვილმაც დაუჯერა.
– შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ახლა მთავარია, მომავალში როგორ მოიქცევა, როგორ ნაბიჯებს გადადგამს. შეიძლება ისე მოიქცეს, რომ კვლავ საქმე გაიფუჭოს, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.
– ალბათ, მეორე ტურში ხელისუფლება გაიმარჯვებს, რადგან ყველა ბერკეტი მის ხელშია. ათას მამაძაღლობას ჩაიდენენ, რომ არჩევნები მოიგონ, მაგრამ არსებობს გამარჯვება, რომელსაც დამარცხების სუნი ასდის და არსებობს დამარცხება, რომელიც გამარჯვების შარავანდედითაა მოსილი. არავინ იცის: შეიძლება მათმა გამარჯვებამ დამარცხება გამოიწვიოს, ან პირიქით – დამარცხებას დიდი გამარჯვება მოჰყვეს. ოღონდ, არ ეგონოს ამ ორ მხარეს – პოზიციას და ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე დაისაკუთრეს. არავის ეგონოს, რომ საქართველოს ისტორია მათით მთავრდება. მომავალი თაობა მოდის და სულ კუდით ქვას ასროლინებს ყველა მოღალატე პოლიტიკოსს, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება უფრო შეეფერება, ვიდრე პოლიტიკოსისა. ეს ხალხი სიცრუეს ისე ოსტატურად ამბობს, რომ მათი გენიალურ მსახიობებსაც კი შეშურდებათ.