როგორ ნაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში – არჩევნების შედეგი

ცესკოს მიერ 3 ოქტომბერს ნაშუადღევს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. დათვლილია საარჩევნო უბნების 90 პროცენტზე მეტი და არსებითი გავლენა მანდატების გადანაწილებაზე აღარ მოხდება. გამომდინარე აქედან, წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება:

„ქართული ოცნება“ – 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ – 13 მანდატი,

„გახარია საქართველოსთვის“ – 4 მანდატი,

„ლელო“ – 2 მანდატი,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1 მანდატი,

„ანა დოლიძის პარტია“ – 1 მანდატი.