ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი: ბატონ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, დაბრუნებულიყო სამშობლოში.
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრო-დასავლელი პრეზიდენტის და ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, – ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო.
– “ბატონ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, დაბრუნებულიყო სამშობლოში. მმართველი პარტიის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება, საკუთარი ლიდერი თავად აირჩიოს. პოლიტიკოსებმა საკითხებზე დებატები თავისუფლად უნდა შეძლონ და არა ციხიდან წერილებით.
ბატონ სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი მიღწევები, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. ცხადია, რომ სააკაშვილის ნათლად გამოხატულ პროევროპულ და პრო-ტრანსატლანტიკურ პოზიციას საბოლოო ჯამში საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრა მოჰყვა, რომელიც შეეცადა, გაენადგურებინა დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
– “ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი შეგახსენბეთ, რომ სააკაშვილის ქმედებებმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში პირველად გახადა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შესაძლებელი. მტკიცედ გვწამს, რომ პოლიტიკური რევანშიზმი არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაროს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის მთავრობის სხვა ოფიციალური პირების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლითაც მათ წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარეს. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდებები სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: newposts.ge