ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, სამხრეთ კორეასთან ყველა საკომუნიკაციო ხაზი 4 ოქტომბრიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“ ავრცელებს.
მანამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მე-14 მოწვევის უმაღლესი სახალხო კრების მეხუთე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად იყო ოქტომბრის დასაწყისში სამხრეთ კორეასთან საკომუნიკაციო ხაზის აღსადგენად.
ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეასთან კავშირი აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო ჰქონდა გაწყვეტილი.