იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
64 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის მმართველი, ლიბერალ – დემოკრატიული პარტიის ლიდერად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. დღეს კი მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.
მომავალმა პრემიერ-მინისტრმა რომელიც ოფიციალურად ორშაბათს დაიკავებს თანამდებობას, მომავალ კვირას უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები 31 ოქტომბრისთვის.