პარტია „კანონი და სამართალი“-ს ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური გაერთიანება საკუთარ ხმებსა და მიხეილ სააკაშვილს ახლანდელ ხელისუფლებას „არ ანდობს“.
– “პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა პრემიერმა, გახარიამ, თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტიზას და მართლმსაჯულებას და ჩვენ ჩვენი ხმები და ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ხვალ, 12:00 საათისთვის, ჩვენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ დიდი ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ” – განაცხადა ჩარკვიანმა.
წყარო: newposts.ge