„ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების არანაირი სურვილი არა გვაქვს- აბსურდის თეატრია“- დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც სააკაშვილი საკუთარ თავს „პუტინის პირად პატიმარს“ უწოდებს. პესკოვი ამას „აბსურდის თეატრს“ უწოდებს. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

„ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების არანაირი სურვილი არა გვაქვს. ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

სააკაშვილმა ვოლოდიმერ ზელენსკის წერილი ციხიდან გაუგზავნა. პუტინის ხსენების გარდა, ის წერს, რომ ძალიან უყვარს უკრაინა.