დასავლეთის ჰეგემონია წარსულს ჩაბარდა – ახალი საერთაშორისო სისტემა იქმნება- ერდოღანი

დასავლეთმა საერთაშორისო არენაზე ჰეგემონია დაკარგა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო წესრიგის გადახედვის აუცილებლობას საერთშორისო პროცესების ყველა მონაწილე, მათ შორის დასავლეთშიც აღიარებენ.

„დასავლეთის ჰეგემონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, წარსულს ჩაბარდა. ახალი საერთაშორისო სისტემა იქმნება. თურქეთის მსგავსი ქვეყნების მზარდმა სიძლიერემ ისინი საერთაშორისო მოთამაშეების რანგში გაიყვანა. ჩვენ უკვე აბსოლუტურად განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე თურქეთი სამხედრო ოპერაციებს საკუთარი რესურსების ხარჯზე ახორციელებს.

„ჩვენი ქვეყანა აქტიურად ავითარებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ამ კურსს განვაგრძობთ. თურქეთის თავდაცვის მრეწველობა ახალ სიმაღლეებს დაიპყრობს. ამაში ეჭვი არ გვეპარება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.