ითანამშრომლებს თუ არა “ნაცმოძრაობა” გახარიასთან!?

გეგმავს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” გიორგი გახარიას პარტიასთან “საქართველოსთვის” კონსულტაციებს – ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლებს, ვინც მზად იქნება არსებულ რეჟიმთან ბრძოლისთვის.

“ჩვენი შეთავაზება და თანამშრომლობის ხელს გავუწვდით ყველას, ვინც არის მზად რეალურად გადადგას ნაბიჯები, ან ვინც რეალურად იბრძოლებს იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. ყველასთან ვითანმშრომლებთ აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პარტია მსხვილი იქნება თუ წვრილი. ყველას ვუწვდით თანამშრომლობის ხელს, ვინც მზად იქნება ამისთვის ყველასთან ვითანამშრომლებთ.”

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კონსულტაცია უკვე გიორგი გახარიასთან, ბარამიძე პასუხობს :

“არავისთან გვქონია კომუნიკაცია, ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, დანარჩენს თვითონ იტყვის ყველა პარტია”.

წყარო: ptn.ge