ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, აფეთქებისას 32 ადამიანი დაშავდა.
„თალიბანის“ წევრების განცხადებით, აფეთქების შედეგად დაჯგუფების არც ერთი წევრი არ დაშავებულა და ინციდენტის მსხვერპლი მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
„თალიბანის“ პრესსპიკერის, ბილალ კარიმის განცხადებით, აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული ერთი კი ლიკვიდირებული.