რატომ ნადირობდნენ ნაპოლეონი და ჰიტლერი ,,იღბლის ლახვარზე,, და სად შეიძლება იგი ინახებოდეს

ამ უძველესი ცივი იარაღის დაუფლებაზე მრავალნი ოცნებობდნენ საუკუნეთა განმავლობაში. ლეგენდის თანახმად ის არამიწიერი ენერგეტიკის მატარებელია და წარმოადგენს წარმოუდგენელის თუ ყოვლისშემძლე ძალაუფლების სიმბოლოს. მისი მფლობელები უპირობო გამარჯვებას ზეიმობდნენ ბრძოლებსა და ომებში.

მას მერე, რაც რომაელმა ასისთავმა ლონგინოზმა ლახვარი ჩასცა მომაკვდავ ქრისტეს-ეს იარაღი სიწმინდით შეიმოსა. მეომარმა კი ამ ქმედებით მესიის უდანაშაულობა დაადასტურა. სადღეისოდ ცნობილია ამ ლახვარის 4 ეგზემპლარის თაობაზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ინახება. ნაპოლეონი და ჰიტლერი ასევე ფლობდნენ ამ ლახვარს თუმცა მისი დაკარგვის შემდეგ დაკარგეს მსოფლიო მბრძანებლობის შანსი.

იესო ქრისტე და ,,ბედის ლახვარის,, ისტორია

ეს ნივთი ცივი იარაღის უძველეს სახეობას განეკუთვნება. ამასთანავე ის ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს სიწმინდესა და  რელიქვიას წარმოადგენს. ლონგინოზის ლახვარს პირდაპირი კავშირი აქვს ქრისტეს ჯვარცმასთან. ამის თაობაზე რამოდენიმე ლეგენდა არსებობს. მათ შორის ყველაზე ცნობილი შემდეგს მოგვითხრობს:

 

იესო ქრისტე ,რომელიც დამნაშავედ იქნა შერაცხული, ხალხის თანდასწრებით აცვეს ჯვარს. მასთან ერთად ჯვარჩმულ იქნა ორი დამნაშავე-დისმასი და გესტასი. ამ მსჯავრდებულებს ჯარისკაცებმა ძვლები შეუმუსრეს. ისინი ქრისტეს არ შეეხნენ რადგანაც მოეჩვენათ, რომ მან უკვე განისვენა. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა-გაიუს კასიუს ლონგინოზმა ჯვარცმული ქრისტეს გარდაცვალებაში დასარწმუნებლად მასს ლახვარი ფერდში ჩასცა. ნაიარევიდან სისხლმა და წყალმა იფეთქა, რაც მეომარს თვალებში შეესხა. ის ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე იტანჯებოდა, თუმცა საბოლოო ანგარიშით თვალი აეხილა. ლეგენდის თანახმად ეს რომაელი მეომარი ქრისტეს ფარული მოწაფე გახლდათ. მის მთავარ მისიას გოლგოთაზე ყოფნა და მაცხოვრის მკვლელობის ბოლომდე მიყვანა წარმოადგენდა. ამ ქმედებით ასისთავმა მესიის უდანაშაულობა ცხადჰყო.  მოგვიანებით კი ლონგინოზი ქრისტეს აღდგომის თვითმხილველიც გახდა.  ამ ამბების მერე რომაელი მეომარი ქრისტეს მოძღვრების გამავრცელებლად იქცა. იგი ქადაგებდა კაპადოკიასა და სხვა მხარეებში.  ამ სექციელის გამო ლონგინოზი იუდეის პროკურატორ პილატე პონტოელის მიერ სიკვდილით იქნა დასჯილი.

 

თუკი ლეგენდას ვერწმუნებით, ლახვარის ისტორია ქრისტეშობამდე 1500 წელს მოითვლის. თითქოსდა ეს ლახვარი იუდეის წარჩინებულ მღვდელმსახურთა ბრძანებით იმ მეტალის ნაჭრისგან გამოჭედეს, რაც ციდან ჩამოვარდა. ამ იარაღს გამარჯვებები მოუტანია ისუ ნავინისთვის, როდესაც აღთქმულ მიწას ეუფლებოდა. შემდგომ მეფე სოლომონს გაუწია სამსახური კერპთაყვანისმცემელთა განდევნაში. ასევე სამხედრო წარმატების მოპოვებაშო დაეხმარა მეფე იროდს. სუკუნეთა შემდგომ კი ეს ლახვარი ლონგინოზის ხელთ აღმოჩენილა. მას სწამდა მაგიის, ლახვარს კი უცნაურ ენერგეტიკას მიაწერდნენ. ამის გამო ასისთავი მას მუდამ თან დაატარებდა.

 

რამდენი არტეფაქტი არსებობს და სად ინახებიან ისინი:

 

როდესაც მაცხოვარი ჯვრიდან ჩამოხსნეს, ლახვარი მისი მოწაფის,იოსებ არიმათიელის ხელში აღმოჩნდა, თუმცა ამით მისი ისტორია არ დასრულებულა. ლახვარი 300 წლით გაუჩინარდა, თუმცა მას მერე მისი მფლობელი რომის იმპერატორი კონსტანტინე გამხდარა. ამ არტეფაქტმა უამრავი მფლობელი გამოიცვალა. როგორც გაირკვა არსებობს ოთხი ლახვარი, რომელთაგან ერთერთი საქრისტიანოს უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ერთი მათგანი ვენაშია დაცული, მეორე პოლონურ კრაკოვში, მესამეს ვატიკანი ფლობს და წმინდა პეტრეს ტაძარში ინახება,მეოთხე კი მტკიცებათა თანახმად სომხეთის ეჩმიაძინის მონასტერშია.  ვენაში არსებული ლახვარი დიდი ხნის მანძილზე  მიიჩნეოდა იმად,რომლიც ლონგინოზმა ფერდში ჩასცა მესიას.ცნობილია, რომ ეს არტეფაქტი დიდი ხნის განმავლობაში ჰაბსბურგთა სასახლეში.სამამულო ომის დაწყების მერე თითქოსდა ის ჰიტლერის ხელში აღმოჩნდა. ცნობილია,რომ იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მის დაუფლებას. საინტერესოა, რომ ამ ნივთმა ჰიტლერს უსიტყვო გამარჯვება ვერ მოუტანა. დამტკიცებულია ისიც, რომ კრაკოვისა და ვატიკანის ლახვრები მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება.ბოლო დროს საუბარია ერევნის ეგზემპლარზე. აღწერილობის თანახმად,თითქოსდა ის ყვლაზე მეტად მიემგვანება ლონგინოზის ლახვარს. ითვლება,რომ ეს არტეფაქტი სომხეთში სირიელმა მოქადაგე ფადეიმ ჩაიტანა.

რა შუაშია გაგენდის მონასტერი სომხეთში  და სადაა ამჟამად ბედის ლახვარი?

 

ცნობილია, რომ ლახვარი, უფრო სწორად კი მისი ბოლო ეჩმიაძინის სომხურ მონასტერშია დაცული. ესადგილი სიგნალიზაციის თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი.თითქოსდა ერთი შეხედვით იერსახე დაკარგული რკინის ეს ნაჭერი ვიზუალურად, რომ არანაირ ყურადღებას არ იქცევს ,კვლავინდებურად მიიჩნევა საქრისტიანოს უმთავრეს სიწმინდედ და მისი დაუფლების მსურველიც მრავლადაა. ისინი ამით მსოფლიოზე გაბატონებას ლამობენ.  რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ლახარი გაგენდის მონასტერში ინახებოდა. ტავად ეს სახელიც თარგმანში სწორედაც ლახვარს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით ეს კლდოვანი ტაძარი წმინდა განმანათლებელ გრიგოლს აუგია.ის მდინარე აზატის ხეობაში მდებარეობს. ლახვარის დაუფლების მსურველთა არაერთი მცდლობის მიუხედავად ის საიდუმლო სამალავში საიმედოდაა დაცული.

ბედის ლახვარმა რატომ ვერ მოუტანა გამარჯვება ჰიტლერს?

ჰიტლერმა როგორც იქნა შეძლო სანკვარი ნივთის მისაკუთრება, რის შემდეგაც მას ღიად შეეძლო მსოფლი ბატონობაზე პრეტენზიის გაცხადება. კრაკოვი და პარიზიც ხომ მის ,,ჯიბეში ,, აღმოჩნდნენ. თუმცაღა მისმა მოლოდინმა ფიასკო განიცადა.ეს ბუნებრივიცაა რამეთუ ეს ქრისტიანული სიმბოლო მხოლოდ ნათელი მიზნების აღსრულებას ემსახურება.მიიჩნევა, რომ 1945 წელს,ნიუნბერგში საგულდაგულოდ დცული არტეფაქტი დაიკარგა.ვარაუდობენ, რომ ის დუაიტ ეიზენჰაუერის ხელში აღმოჩნდა. ფიურერს მისი მოკვლა განუზრახავს მაგრამ გენერალი გადარჩა.  საინტერესოა ნაპოლეონის ისტორიაც,რაც ამ ლახვარს უკავშირდება.ერთ დროს ეს ფრანგი მბრძანებელიც გამხდარა მისი მფლობელი, რაც იმპერატორისთვის მარშალ ბერნადოტს მიუძღვნია. ეს სამხეო პირი კი შვედეთის ტახტის მემკვიდრე გამხდარა. ანამდე კი არტეფაქტს თავხედურად დაუფლებია კარლ მეთორმეტე,რომელსაც ნივთი პოლონელ მეფეთა საცავიდან წაუღია. მაგიური არტეფაქტის ხელში ჩაგდების მერე ნაპოლეონმა მსოფლიოს დაბყრობა განზრახა. იმპერატორი უებრო მეომაი და უბადლო სტრატეგი გახლდათ, თუმცა რუსეთის კამპანიამ მის დიდმბყრობლურ გეგმბს წერტილი დაუსვა. ეს კრაკოვული არტეფქტი ისედაც ლახვარის ასლად მიიჩნეოდა,თანაც ის პარტიზან კუზმა ნეტკაჩს მოუპარავს და ფელდმარშალ კუტუზოვისთვის გადაუცია.

ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლახვარის მფლობელთა  ხედრი დიდწილად ტრაგიკული აღმოჩნდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს ეს ლახვარი ძალის სიმბოლოს კი არა მაცხოვრის უდანაშაულობას განასახიერებდა,რომელიც მისი სიკვდილის უტყვი მოწმე გამხდარა..

მასალა  მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით.