“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა” – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

მიხეილ სააკაშვილის დაკავება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეაფასეს.

პრეს სპიკერმა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,” – განაცხადა პრაისმა.

 

“რუსთავი2”