კირკიტაძე: თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია გაურიგდება ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს.
თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია გაურიგდება ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში “ქართულმა ოცნებამ” კატასტროფულად წააგო.
– “მმართველმა პარტიამ წააგო საკრებულოში უკვე და ახლა, მთავარია დაწყებული საქმე, განსახორციელებელი პროექტები, რასაც რუსთაველებმა მხარი დაუჭირეს, ბოლომდე მივიყვანოთ. ამისთვის საჭიროა მეორე ტური და ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორ პირველ ტურში, ისე დამარცხდება “ქართული ოცნება” მეორე ტურში. მთავარია ის, რომ “ქართულმა ოცნებამ”36% აიღო, ანუ რუსთაველების უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია გაურიგდება ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს. არ იფიქროთ, რომ რუსთავში “ქართულმა ოცნებამ” წააგო მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არაფერს აკეთებენ, რა თქმა უნდა ესეც განმაპირობებელია ხალხისთვის და ბევრი რამეც, მაგრამ უამრავი ადამიანი ელის იმ პროექტების განხორციელებას, რაც დაანონსდა ჩემს მიერ. ვნახოთ, რომელი გარისკავს და რომელი საკრებულოს წევრი იტყვის უარს. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური” – აცხადებს კირკიტაძე.
წყარო: ptn.ge