ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

აშშ-ის ბრუკლინის შტატის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა CrimeRussia ავრცელებს.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შუალაია და ხურციძე ინციდენტის შემდეგ ციხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ რის შემდეგაც ისინი კარცერში მოათავსეს.

წყარო: itv.ge