სოციალურმა ქსელმა Instagram-მა ვიდეორგოლების ხანგრძლივობა ერთიდან 60 წუთამდე გაზარდა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქამდე მომხმარებლებს 1 წუთზე ხანგრძლივი რგოლების ასატვირთად სერვის IGTV-ს გამოყენება უწევდათ, რომელიც 2018 წელს, YouTube-თან კონკურენციის მიზნით ამოქმედდა, თუმცა პოპულარობა ვერ მოიპოვა.
ახლა კი IGTV-ს Instagram TV-ს დაარქმევენ და ახალი კატეგორია იმ მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო-კონტენტის სანახავად შედის.