ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალირ ქსელში წერს:
“მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ყოველგვარი პირობების გარეშე, ციხის საკანში გაიკეთოს ნარკოტესტი და იგივეს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს. ქოცებო, ბოლოს შარდი იქნება თქვენ რაც აგაყირავებთ”
მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.
“მე არც ვუპასუხებდი მის ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის მზად არის ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს”,-თქვა ნიკა გვარამიამ.