ოპოზიციის მხრიდან ფოთში მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შიში ალაპარაკებს. მისი თქმით, ღარიბაშვილი ბრიყვი და უვიცია და მას კოტე ყუბანეიშვილის ლექსს ახსენებს – “შენ რად გინდა სისხლიანი ბანერი, თავად ხარ სისხლიანი ბანერი და მაინც რა ….”.
“რადგან კომენტარი წაშალეთ აქედან გპასუხობთ თქვენს დილის პოსტზე. შიში გალაპარაკებთ, სირცხვილი ისედაც არასდროს გქონიათ. ბრიყვი და უვიცი რომ არ იყოთ გეცოდინებოდათ -როცა პატიმარი შიმშილობს ის ფიზიკურად ძაბუნდება, მაგრამ როგორც არასდროს სულიერადაა მტკიცედ. ხოლო როცა პრემიერი პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ღლიცინებს, მასზე პასუხი კი დაგიწერეთ და აქაც გაახლებთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსს. ლექსის ბოლო შეგიძლიათ მოიძიოთ”, – წერს გიგი უგულავა.
ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა.