“გაჩნდა ახალი ტერმინი “ტვინდემია”, კოვიდით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირება” …

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. სიტუაციას კი ცივი სეზონი და გრიპის ვირუსიც გაართულებს.

– “ჩვენ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევებს. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა წლევანდელი, “ტვინდემია” – “Twinning”, დატყუპება ამ ორი ინფექციის, გრიპის და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და ამიტომ მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება.

თუ არ ავიცერით, თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში, გვექნება რთული ნოემბერი” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

წყარო: ptn.ge