კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 711 ადამიანი და ჩატარდა 31 828 ტესტირება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.61%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 638
  • აჭარა – 128
  • იმერეთი – 469
  • ქვემო ქართლი – 125
  • შიდა ქართლი – 100
  • გურია – 82
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 241
  • კახეთი – 324
  • მცხეთა – მთიანეთი – 40
  • სამცხე – ჯავახეთი – 52
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 435, აჭარაში – 355, იმერეთში – 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში – 330, აჭარაში – 90, იმერეთში – 300.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 – თბილისში, 185 – აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სულ კორონავირუსის 626 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 596 380 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9 162 ადამიანი.

 

“ნეტგაზეთი”