საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მე მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ ბევრი შეკითხვა მქონდა. ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას იმის გამო, რომ ისევ შენი ქვეყნის პრესტიჟია, ისევ შენი ქვეყნის ღირსების თვითშელახვაა ის, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს ამ მდგომარეობაში ამყოფებ და ასეთი დაკნინებული ფორმით სჯი, რომლის სახელთანაც ბევრი კარგიც არის დაკავშირებული და ამას არც მაშინ ვუკარგავდი მის გუნდს…
კაცს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თუნდაც ვარდების რევოლუციის იდეა და განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუციები… მე არა ვარ კომპეტენტური, მაგრამ მე ვხედავ რეალობას, მე ვხედავ, რომ საქმე არის ცუდად, ქვეყანა არის ცუდად, ხალხი შიმშილობს. რაც შეეხება სააკაშვილს, თავისი საქციელით რაც გააკეთა, ჩაჯდა ციხეში და თქვა ჩემი თავგანწირვით მინდა დავამტკიცო, რომ მე ქვეყნისთვის მზრუნველი ადამიანი და გულშემატკივარი ვარო – ხო, ნამდვილად დაამტკიცა. ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს ნამდვილად ჰქვია თავგანწირვა თავის ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი გმირული საქციელი რომ არ სიამოვნებთ ფაქტია
ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.