2 661 შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი – 8 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 სათის განმავლობაში კორონავირუსის 2 661 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 274 პაციენტი და გარდაიცვალა 30 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთ დღეში 7.22%-ია, ბოლო ერთ კვირაში კი 6.16%.

24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 36 840 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.

 

ახალი გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 803
  • აჭარა – 105
  • იმერეთი – 559
  • ქვემო ქართლი – 158
  • შიდა ქართლი – 116
  • გურია – 53
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293
  • კახეთი – 420
  • მცხეთა-მთიანეთი – 58
  • სამცხე-ჯავახეთი – 60
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 847. მათ შორის 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან 970 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 660 პირი, 16 986 ადამიანი კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსი 628 719 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გარდიაცვალა 9 192 ადამიანი.

 

“ნეტგაზეთი”