“მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა“ – მარინა კალიურანდი.
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა:
– “მიხეილ სააკაშვილი როცა დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით რა მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ მის შიდა საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა დავაკვირდებით, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს“.
წყარო: ptn.ge