8 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
მესტიაში +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
+17 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
თოვლია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
“იმედინიუსი”