,,ზიზღი ძალიან მეზიზღება, მაგრამ იცით ვინ მეზიზღება ყველაზე ძალიან?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტვ ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

,,ზიზღი ძალიან მეზიზღება, მაგრამ იცით ვინ მეზიზღება ყველაზე ძალიან? მწვანეწინსაფრიანი ქალები და კაცები რომ არიან საარჩევნო უბნებზე, მთელი დღე რომ ფუთფუთებენ, დღის ბოლოს რომ ყუთებს აყირავებენ და ხმებს ითვლიან. ეგ ხალხი არის ამ ქვეყნის სიმსივნე. მაგათ მოგვპარეს ცხოვრების 25 წელი და გაგვიმრუდეს ისტორია. ჩემი ნება რომ იყოს არავის, ვისაც აქამდე ბინძურ საარჩევნო სისტემაში ერთი დღე მაინც უმუშავია აღარ დავუშვებდი შემდეგ არჩევნებზე, საერთოდ ავუკრძალავდი უბნებთან გაკარებას. სანამ ეს არ მოხდება, არაფერი გვეშველება.”