აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი დაუდგენელ ობიექტს შეეჯახა და სერიოზული დაზიანება მიიღო – დაზარალდა ეკიპაჟის 11 წევრი.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით, 2 ოქტომბერს Seawolf-ის კლასის ატომური წყალქვეშა ნავი USS Connecticut წყნარი ოკეანის აკვატორიაში, საერთაშორისო წყლებში, ჯერჯერობით დაუდგენელ ობიექტს შეეჯახა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, შეჯახების დროს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, ასევე ეკიპაჟის 11 წევრმაც მიიღო.
მიუხედავად დაზიანებისა, წყალქვეშა ნავმა ცურვა განაგრძო და ექსპერტების თქმით, ის სტაბილურ მდგომარეობაშია, მისი ძრავი გამართულად მუშაობს.
ფლოტის წარმომადგენლების განცხადებით, სეციალური ჯგუფი გამოიძიებს, თუ რას და რატომ შეეჯახა USS Connecticut-ი.
წყარო: ptn.ge