ოცნების გეგმა “ბე” – გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერს თანამდებობიდან უშვებენ!

ტვ პირელის ინფორმაციით, ღარიბაშვილს ოლიგარქი თანამდებობას ატოვებინებს. აღნიშნულ ცნობას პირველები სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“წყაროს მტკიცებით, საერთაშორისო სკანდალში გახვეულ პრემიერს მეორე ტურის შემდეგ გადაყენებას უპირებენ.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

ქარსელაძე ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და ისიც ღარიბაშვილის მსგავსად მთავრობაში ქართუ ბანკიდან მოიყვანეს.

“ტვ პირველი” ცდილობს უმრავლესობის დეპუტატების კომენტარები მოიპოვოს, თუმცა მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ არაფერი არ იციან”.

წყარო: ტვ პირველი