შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურმა მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
– “მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყვნენ, ასევე ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან.
5 ადამიანია ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში.
რაც შეეხება პასუხისმგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ გამოიწვია“ – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.
წყარო: ptn.ge