“დამნაშავეებო, მკვლელები ხართ!… იმედია, რომ მალე პასუხი მოგეთხოვებათ!” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს:

– “მავნებელი დამნაშავეებო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მთლიანად ჩაგივარდათ აცრის კამპანია და ნოემბერში საშინელებას აანონსებთ, მიუხედავათ ამისა, ბუსტერს არ უშვებთ ყველასთვის, მარტო 50+ და ბავშვებიც გაწირეთ კოვიდისთვის, რადგან 12+ აცრა არ დაუშვით ყველა ბავშვისთვის. ამასობაში კიდევ გრიპის ვაქცინაც არ შემოგიტანიათ – დამნაშავე მკვლელები ხართ. იმედია, როდესმე პასუხი მოგეთხოვებათ” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

წყარო: newposts.ge