მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ეს ტრაგედია 1 კვირაში არავის ემახსოვრება… როგორც არავის ახსოვს ქობულეთის ხანძარი, როგორც ბათუმის ხანძარი, როგორც ნაძალადევში და ნუცუბიძეზე მიშენებების ჩამონგრევა და კიდევ სხვა…
ვდგავართ უსერიოზულესი გამოწვევის პირისპირ! მემკვიდრეობით „გვერგო“ კატასტროფულად ავარიული საცხოვრებელი ფონდი… 4-5 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ნახევარზე მეტი ნანგრევებად იქცევა… ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ დასაწყებია ავარიულ შენობებთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავება“, – წერს როსტომაშვილი.