დღეს გლოვის დღეა საქართველოში

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებმა დროშები დაუშვეს.

მათ შორის დროშა დაეშვა საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მთავრობის განკარგულებით 11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.

მაშველები ადგილზე თითქმის 30 საათი მუშაობდნენ. ნანგრევებიდან სულ ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან 3 ბავშვია. ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა 9 ოქტომბერს, დილას. მომხდარის შემდეგად მხოლოდ ერთი ადამიანი, 37 წლის მამაკაცი გადარჩა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს აჩერებდნენ, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ნანგრევებში არც ერთი დაკარგული აღარ რჩებოდა. გომელაურმა ასევე თქვა, რომ არსებობდა დამატებითი ნგრევის საფრთხე.

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვი. შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა და ის მკურნალობას ამ დროისთვის კლინიკა “მედცენტრში” განაგრძობს. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის “დადებითობის დინამიკა”.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მაშველები თითქმის 30 საათი მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს აჩერებდნენ, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ნანგრევებში არც ერთი დაკარგული აღარ რჩებოდა. გომელაურმა ასევე თქვა, რომ არსებობდა დამატებითი ნგრევის საფრთხე.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი – პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა. უწყების ცნობით, მუშებმა ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშოები ჩაატარეს, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

დაკავებულებს პროკურატურამ 10 ოქტომბერს წარუდგინა ბრალი. პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ზ.ბ. ანაზღაურების სანაცვლოდ ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების მოშლასაც.

 

“ნეტგაზეთი”