„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ესაა ზრუნვა ამ ქვეყნის ღირსებასა და მომავალზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უსამართლოდ სამართლდებოდეს.
„ძალიან სწრაფად შემიწყვიტეს დეპუტატის ვუფლებამოსილება, რადგან არ მქონოდა ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა“, – აღნიშნა მელიამ.
14 ოქტომბრის დაანონსებული აქციის შესახებ მან განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება აქციას.