ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი მარინა საღარაძე ავრცელებს.
– “წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი … დე მიყვარხარ…” – წერს მარინა საღარაძე.
როგორც კიკაბიძის პროდიუსერმა რატი აბზიანიძემ განაცხადა, ირინა ქებაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა:
– ქალბატონი ირინა ასაკთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა, ავამდყოფობდა. ბუბამ და მარინა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს ერთად, საოცარი წყვილი იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ირინა ძალიან შემოქმედებითი ქალბატონი იყო, ნიჭიერი, თავად ერთ დროს წარმატებული ბალერინაც გახლდათ.
წყარო: news.ge