ბუსა ჟვანია ნიკა კავარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს – ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები …
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კავარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ის აღნიშნულით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მიმალვაშია, ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება.
– “უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.
პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე – მე არავინ დამკავშირებია.
მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში. იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით” – აცხადებს ჟვანია.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან კავშირშია და ის მიმალვაში იმყოფება.
წყარო: newposts.ge